ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის მისამართით საგანგებო განცხადებას გააკეთებს კიბერუსაფრთხოებაზე შეხვედრის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 ივლისს თეთრ სახლში ოფიციალური პირები შეკრება იმ სტრატეგიაზე სასაუბროდ, რომელიც უნდა დაუპირისპირონ მზარდ კიბერთავდასხმებს სავარაუდოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების მხრიდან. რამდენიმე შეტევა განხორციელდა მას მერე, რაც ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამ საკითხზე ივნისის შუა რიცხვებში, ჟენევაში გამართულ სამიტზე გააფრთხილა - რაც ბაიდენს ახლა გამოწვევის, შესაბამისი პასუხის პოვნი აუცილებლობის წინაშე აყენებს. თეთრ სახლში გამართული უსაფრთხოების შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის მისამართით ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. თეთრი სახლი პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, პრეზიდენტს "რამდენიმე შესაძლებლობა აქვს, თუკი გადაწყვეტს, რომ უნდა იმოქმედოს", მაგრამ დეტალებზე არც საკის უსაუბრია. გავრცელებული ცნობით, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მომავალ კვირაში შეიკრიბებიან კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსჯელოდ. ბაიდენზე იზრდება ზეწოლა, მას მერე, რაც ფლორიდაში განთავსებული ტექნოლოგიის ფირმის, Kaseya-ს სოფტვერი შეტევის გამო დაზიანდა, რამაც გავლენა იქონია ასობით ბიზნესზე აშშ-ში და 1.500-მდე ბიზნესზე მსოფლიოს გარშემო. გასულ შაბათ-კვირას შეტევაზე პასუხისმგებლობა იკისრა რუსეთში დაფუძნებულმა კიბერბოროტმოქმედების ჯგუფმა სახელად REvil და გამოსასყიდად 70 მილიონი დოლარი მოითხოვა ბიტკოინით. 6 ივლისს რესპუბლიკურმა ეროვნულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა მის ერთ-ერთ კონტრაქტორზე - თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ვისი მხრიდან, და მონაცემები არ წაღებულა. ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Ana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nanuka

თბილისი
  • 10 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 14 თვის წინ

ლიკა

თბილისი
  • 17 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • VIP

Vip gogo

თბილისი
  • 9 წუთის წინ