ერგნეთში წყალმომარაგების საკითხზე ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა. მხარეების წარმომადგენლები განიხილავენ მავთულხლართების ორივე მხარეს არსებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს. როგორც ქართულ ისე ოსურ სოფლებს სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა აქვთ. ტირიფონის სარწყავ სისტემაში წყლის დეფიციტია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზონკარის წყალსაცავიდან მარაგდება. გუშინ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით ამ მიმართულებით თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს, როცა ქართული მხარე წყალს აწვდის სოფელ იკორთას, ხოლო ოსური მხარე წყლით ქართულ სოფელ დვანს ამარაგებს. ამჟამად ოსური მხარე სოფელ წინაგარისთვის წყლის მიწოდებას ითხოვს. ზაფხულის სეზონზე გასარწყავების პრობლემები როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს ყოველწლიურად ექმნება, რადგან ტირიფონის სარწყავი სისტემა როგორც ოსურ ისე ქართულ სოფლებში გადის. ქართული მხარე ამ სისტემის ზონკარის წყალსაცავიდან მომარაგებას ითხოვს. 2008 წლის ომის შემდეგ ზონკარის წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და დე ფაქტო ხელისუფლება მას საკუთარი სურვილის მიხედვით ხან ხსნის და ხან კეტავს. ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრას სუს-ის და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Anna

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 7 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 12 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Maria

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 8 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 13 საათის წინ

Natasha

თბილისი
  • 9 დღის წინ

Ninia

ბათუმი
  • 1 დღის წინ