ინგლისის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იტალიისა და ინგლისის ნაკრებების ფინალით დასრულდება. ბრიტანელებმა ტურნირის გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება საკუთარ მოედანზე - „უემბლიზე“ გამართულ ნახევარფინალში მოიპოვეს დანიის ნაკრების ძლევით. შეხვედრის ძირითად დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და ფინალის საგზურის ბედი დამატებით დროში გადაწყდა - 104-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ კასპერ შმეიხელის მოგერიებულ ბურთთან პირველი ისევ თვითონ გაჩნდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში აქამდე არასოდეს უთამაშია, იტალიელები კი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას. 1968 წელს ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ ფინალში იუგოსლავიის ნაკრების ძლევით, 2000 და 2012 წლების ევროპირველობების საჩემპიონო შეხვედრებში კი საფრანგეთთან და ესპანეთთან დამარცხდნენ. ევრო 2020-ის ფინალს 11 ივილსს „უემბლი“ უმასპინძლებს. ...
წყარო
  • VIP

Nini

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 12 დღის წინ

Keke

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 20 დღის წინ

Liziko batumi

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Elene

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ananoo

თბილისი
  • 6 საათის წინ

Domina

თბილისი
  • 15 დღის წინ