ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარებას ითხოვს

ტაჯიკეთმა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დასახმარებლად მიმართა. ”რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთთან საზღვრის გარკვეული მონაკვეთები მთიან რელიეფში მდებარეობს, ამ ამოცანის შესრულება დამოუკიდებლად რთულია”, - თქვა ტაჯიკეთის წარმომადგენელმა ჰასან სულტონოვმა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ავღანეთში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ თალიბების შეტევის ფონზე 1500-მდე ავღანელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა ტაჯიკეთის საზღვარი. დუშანბეს მოწოდებას წინ უძღოდა მოსკოვის განცხადება მოკავშირე სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ. ”რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი ძალისხმევა გაატაროს ტაჯიკეთს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ 6 ივლისს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნავს „ინტერფაქსი“. თალიბები შეტევას ახორციელებენ ერთდროულად ავღანეთიდან აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარების გასაყვანად. დასავლური კოალიცია სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს თავისი ძალების მთლიანად გაყვანას. ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, ავღანეთთან მთლიანი საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი ახლა რადიკალი ისლამისტების კონტროლის ქვეშაა. მთლიანობაში მისი სიგრძე 1,350 კილომეტრს აღემატება. დუშანბეში ასევე ამბობენ, რომ ელიან ლტოლვილების ნაკადს და უკვე დაიწყეს ქვეყანაში ჩამოსულ პირთა თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფა. ავღანეთში, თალიბებმა ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოეთით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. ასევე ნახეთ ავღანეთის ხელისუფლების თქმით, სამთავრობო ჯარებმა მოიგერიეს თალიბანის ფართო მასშტაბის შეტევა ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 14 თვის წინ

ლიკა

თბილისი
  • 15 დღის წინ

Mariam

თბილისი
  • 7 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 საათის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ananoo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizuka

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Tata

რუსთავი
  • 2 საათის წინ