იაპონიამ ტოკიოში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, ოლიმპიური თამაშების წინ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 8 ივლისს ტოკიოში საგანგებო ვითარების გამოცხადება გადაწყვიტა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ღონისძიებებს და დარტყმას აყენებს გადადებულ, ტოკიო 2020 ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ორ კვირაში უნდა დაიწყოს. ეს იაპონიისთვის მეოთხე საგანგებო ვითარება იქნება მიმდინარე პანდემიაში და, როგორც იუწყებიან, ის 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე იმოქმედებს. საგანგებო ვითარება არ არის სრული ლოკდაუნი, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, მის ფარგლებში სრულად აიკრძალება მაყურებლის დასწრება თამაშებზე, იმ ფონზე, როცა იაპონიის დედაქალაქში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი, ტომას ბახი 8 ივლისს ტოკიოში ჩავიდა და რამდენიმე დღით თვითიზოლაციის მიზნით კომიტეტის ადგილობრივ შტაბ-ბინაში განთავსდა. გამოკითხვები მოწმობს, რომ იაპონიის მოსახლეობას და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს სულ უფრო აშფოთებს საზაფხულო თამაშების გამართვის პერსპექტივა, ჯანდაცვის მიმდინარე კრიზისის გამო. თამაშები 23 ივნიის უნდა გაიხსნას და 8 აგვისტომდე უნდა გაგრძელდეს. უცხოელ მაყურებელს მათზე დასწრება რამდენიმე თვის წინ აეკრძალა. ...
წყარო

Niako

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 41 წუთის წინ

Samantha

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nea

თბილისი
  • 6 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 27 წუთის წინ
  • 100%

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 14 თვის წინ

Mariana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Twix

თბილისი
  • 6 საათის წინ