14 დღეში კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზა სულ 14-მა ექიმმა და 98-მა ექთანმა მიიღო

4 ივლისის მონაცემებით, ბოლო 14 დღეში, საქართველოში კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 14 ექიმი და 98 ექთანი აიცრა. ჯანდაცვის სექტორის სფეროს მუშაკთა აცრის სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის საიტზეა გამოქვეყნებული. 4 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 6260 ექიმს. სრულად, ანუ ორი დოზით აცრილია 3602 ექიმი. რაც შეეხება ექთნებს, ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 1231 ექთანს, ორი დოზა კი 843-ს. მაშინ, როდესაც 20 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-ვაქცინის ერთი დოზა მიღებული ჰქონდა 6246 ექიმს, ორი დოზა კი 3447-ს. ამავე პერიოდის მონაცემებით, პირველი დოზით აცრილი იყო 1133 ექთანი, ხოლო ორი დოზით 498. ვაქცინაციის გეგმის მიზანია ქვეყნის მედპერსონალის 65%-ის აცრა, ანუ 46 420 სამედიცინო მუშაკის ვაქცინაცია. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, მედპერსონალის ვაქცინაციით დაიწყო. მედპერსონალის ისედაც დაბალი აქტიურობის ფონზე, სიტუაცია გაართულა 19 მარტს, ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტმა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 8 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 283 631 ადამიანი. მათგან სრულად ვაქცინირებულია 111 589. ...
წყარო

S a l i

თბილისი
  • 10 საათის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 13 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 16 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 16 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

ანუკი

თბილისი
  • 8 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ