აფხაზეთიდან გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსის „დელტა“ შტამი დაუდასტურდა

ჩვილი, რომელსაც კორონავირუსის "დელტა" შტამი დაუდასტურდა აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, - ამის შესახებ რუსთავი 2-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განუცხადა. "აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი ბავშვები არ გვყოლია. ერთ-ერთი მათგანი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი, შესაბამისად, ვიცით იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვიცით, რომ პრევალირებს ინდური შტამი, ამიტომ გაგვიჩნდა ამასთან დაკავშირებით ეჭვი, და შესაბამისად, ჩაერთო ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გაგზავნილი იქნა ნიმუში. სპეციფიური პისიარ კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია, თუმცა სეკვენირება გაკეთებული არ არის". დავით რეხვიაშვილის თქმით, სამი ახალშობილი კლინიკაში რესპირაციული გართულებით შეიყვანეს. "თავიდანვე პაციენტები შემოვიდნენ რესპირაციული გართულებით, ანუ რესპირაციულ დისტრესი იყო გამოხატული, სუნთქვა იყო გაძნელებული და შესაბამისად, სატურაცია, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული. მთავრი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც არიან ეს პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულები. სხვა მხრივ, სხვა ტიპის გართულება არ გვაქვს," - ამბობს დავით რეხვიაშვილი....
წყარო

Maria

თბილისი
  • 12 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Taso

თბილისი
  • 14 დღის წინ

Anukaa

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Ninia

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 13 დღის წინ
  • VIP

Нора

თბილისი
  • 6 წუთის წინ

ლიკა

თბილისი
  • 15 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Salome

თბილისი
  • 10 საათის წინ