პროკურატურა „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისთვის დაკავებულთა პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული იმ სამი პირის მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, სამი დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართეს. „მოთხოვნა დასაბუთებულია მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით. წარდგენილი ბრალდება არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით, ასევე დევნა ძალადობით და ძალადობის მუქარით“, - უთხრა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყების წინ. პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარედგინათ. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. ასევე ნახეთ არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე? 5 ივლისს დაგეგ...
წყარო
  • VIP

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 22 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 3 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nina

ქუთაისი
  • 1 დღის წინ