ძალადობის ჯგუფების მხარდამჭერმა სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა. “განცხადება თავად დაწერა სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, გავაგზავნეთ სამინისტროში და ველოდებით დასტურს” , – აცხადებს ტერმაკოზაშვილი. ქარელის განმრტებით გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის აქტოვოასთან არ არის დაკავშირებული. ასევე ნახეთ 5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი „დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა თანამდებობის დატოვება, დავიღალე და საკუთარი სურვილით დავწერე განცხადება, ეს ნაბიჯი სოციალურ ქსელებში ჩემს აქტივობას არ უკავშირდება , მე თავად მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ქარელმა. ზურაბ ქარელი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიებისადი არაკეთლგანწყობილი შინაასის პოსტებით გამოირჩეოდა. მან თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ დაწყებულ ძალადობას ღიად დაუჭირა მხარი, ხოლო ამერიკის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადების ქვეშ, სადაც დიპლომატიური მისიები ძალადობას გმობდნენ, სიძულვილის შემცველი კომენტარი დატოვა. გორში სამოქალაქო აქტივისტები დიდი ხანია ზურაბ ქარელის გადაყენებას ითხოვენ და ამის შესახებ მათ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს არაერთხელ მიმართეს. ქარელი კი აცხადებდა, რომ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა და ფეისბუკპოსტებს აქვეყნებდა როგორც კერძო პირი და არა დირექტორი. ...
წყარო

Nia

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Likuna8

თბილისი
  • 9 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

ლილიანა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natalii

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marii

თბილისი
  • 12 საათის წინ

ლიზი

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 12 თვის წინ

Alesia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 4 დღის წინ