ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, მივხვდი რომ ვერ ვიჭერდი

5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ზაზა ჭაავა მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა საქალაქო სასამართლოში, ამბობს, რომ ჟურნალისტებს მოტოციკლით არა განზრახ, არამედ მისი მწყობრიდან გამოსვლის გამო დაეჯახა. სასამართლოზე მან ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აქვს მარცხენა ხელი და აწუხებს ერთი ფეხიც, რომლითაც გადაადგილება უჭირს. მოტოციკლი კი, რომლითაც ჟურნალისტებს დაეჯახა, სამუშაოდ ჭირდება და "ოჯახს ამით არჩენს". "ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე (მარცხენა ხელი არ აქვს)… მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებოდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი. ამ შევარდნის დროს ოპერატორი წიხლებით შემომახტა… თუ თვლიან ეს ხალხო, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - თქვა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის და ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული სხვა ორი პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, ზაზა ჭაავას ადვოკატი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას. სასამართლომ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბრისთვის დანიშნა. "დედის მხრიდან, მამის მხრიდან არ არსებობს ჩემს ოჯახში რომ ვინმე იყოს ნასამართლევი… ქართველი ვარ და აფხაზეთიდან ვარ დევნილი, იმდენი სიახლი გვინახავს გადმოსვლისას, ამის მიუხედავად მშობლებმა ისე გამზარდეს… მე მრცხვენია რომ ჩემზე სასამართლო ტარდება… კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს ჯიშში და ჯილაგში არ არსებობს [ნასამართლევი]… საქართველოს ვუზრდი 4 შვილს. [მინდა] გოგოები გაიზარდნონ პატიოსნები და გაამრავლონ საქართველო, ბიჭებს ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ… ამას არ ვამბობ აფერისტულად… მე ახალწლებამდე მომოვიდა ავარია და გამიტყდა მოტოციკლი, რითაც ვარჩენ ოჯახს… ჟურნალისტების მიმართ დადებითად ვარ, ჩემმა მეუღლემაც ჟურნალისტიკა დაამთავრა, მაგრამ ოთხი შვილის გამო დიასახლისობს…" - თქვა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე. три "მაესტროს" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რეალურად რას ამბობდა და რას აკეთებდა ჭაავა 5 ივლისის აქციაზე. три პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის ...
წყარო

ნუკი7

თბილისი
  • 7 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Natasha

თბილისი
  • 13 დღის წინ

Natasa

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 1 დღის წინ

B a b i

თბილისი
  • 10 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 16 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 4 საათის წინ