უფლებადამცველები გაეროს მოუწოდებენ, ჩაერიოს ანდრეი პივოვაროვის საქმეში

რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალმა და ჰუმან რაითს ვოჩმა, გაეროს მიმართეს ღია წერილით, რომელშიც დაგმობილია რუსეთში ხელისუფლების მიმართ ოპოზციურად განწყობილი აქტივისტების, კერძოდ ფონდ „ღია რუსეთის“ ყოფილი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის, დევნა. „არასასურველ ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით ანდრეი პივოვაროვი ივნისიდან საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. 7 ივლისს გაეროსადმი გაგზავნილი წერილში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექესი ნავალნისათვის, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთაზე, და „უცხოელი აგენტებისა“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონის საფუძველზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. წერილის ხელმომწერი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვოს ანდრეი პივოვაროვისა და მისი კოლეგის, მიხაილ იოსილევიჩის დაუყოვნებლად გათავისუფლება, რომელთა ერთადერთ დანაშაულს ორგანიზაცია „ღია რუსეთში“ მათი საქმიანობა წარმოადგენს. რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა 1 ივნისს სანკტ-პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი. რუსეთისათვის „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობასთან დაკავშირებით რუსეთის დედაქალაქიდან შორის, ქალაქ კრასნოდარის საგამოძებო კომიტეტის მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთმა“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი დევნის შიშით, 27 მაისს თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ...
წყარო

Aliona

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tatia

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Monika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 15 საათის წინ

Maka88

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 16 საათის წინ