საქართველომ სტრასბურგში წააგო ილიაუნის ლექტორის ყოფილი ქმრის მიერ მკვლელობის საქმე

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო ილიას უნივერსიტეტის ლექტორის ყოფილი ქმრის მიერ მკვლელობის საქმე. ესაა პირველი ფემიციდის საქმე, რომელიც საქართველოდან წავიდა ევროპულ სასამართლოში და რომელზეც სასამართლომ დაადგინა ორი მუხლის დარღვევა (მეორე და მე-14 მუხლები). სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მაკა წივწივაძე, რომელსაც სიცოცხლეში არაერთხელ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და არ გამოიძია იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საქმე, ვინც გულგრილობა გამოიჩინა მის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის დედას, ანუ მოსარჩლეს ზიანის ანაზღაურების სახით სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია ყოფილი ქმრის მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ. 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში ქალმა და მისი ოჯახის წევრებმა მიმართეს უწყებას მუქარისა და შეურაცხყოფის გამო და ზომების გატარება მოითხოვეს, თუმცა შსს-მ ეს "მცირე ოჯახურ კონფლიქტად" მიიჩნია. ჯამში მაკა წივწივაძემ და მისმა დედამ პოლიციას 11-ჯერ მიმართეს დახმარებისთვის. "სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მუდმივი მარცხი, განეხორციელებიათ ნაბიჯები, რომლებსაც ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან ზიანის შერბილების რეალური შესაძლებლობა შეიძლება შეექმათ. ისინი აშკარად უგულებელყოფდნენ სხვადასხვა დამცავი ზომების ფართო სპექტრს, რომლებიც მათთვის უშუალოდ იყო ხელმისაწვდომი და ხელისუფლებამ განსაკუთრებული გულმოდგინება ვერ გამოავლინა განმცხადებლის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა... სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა მოცემულ საქმეში შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ წარუმატებლობად." „სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ოჯახში ძალადობის საქმე მკვლელობამდე მივიდა.. ამის მიუხედავად, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ უგულვებელყო მომჩივნის მრავალი საჩივარი და არაფერი გააკეთა პოლიციელთა ვინაობის დადგენის, მათთან გასაუბრებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალ შემთხვევაზე არასათანადო რეაგირებისთვის პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, რაც წინ უსწრებდა მსხვერპლის მკვლელობას. უფრო მეტიც, მომჩივანმა, რომელმაც შეიტანა საჩივარი და ითხოვდა ამ საქმეში სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების სათანადო გამოძიებას, არაერთხელ მოითხოვა მთავარი პროკურატურისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ ვერ მიიღო. მართლაც, საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელს [პროკურატურას] ორ წელზე მეტი დასჭირ...
წყარო

ნიაკო

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 თვის წინ

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Lara

თბილისი
  • 14 დღის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 15 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 15 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 15 დღის წინ

Lenka

თბილისი
  • 15 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 18 თვის წინ