აფხაზეთიდან გადმოყვანილ წლამდე ასაკის ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

აფხაზეთიდან საქართველოში 1 ივლისს გადმოყვანილ 1 წლამდე ჩვილს, რომელიც ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პირველადი სპეციფიური PCR კვლევით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც "რადიო თავისუფლებას" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უთხრა, ბავშვი თბილისში გადმოყვანამდე აფხაზეთში, სოხუმის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა თბილისში კლინიკაში შემოსვლის დროს უკვე მძიმე იყო და მართვით სუნთქვას საჭიროებდა. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ დროისთვის წლამდე ასაკის სამი ჩვილი იმყოფება, რომელთაგან კორონავირუსი ორს აქვს დადასტურებული. მეორე ბავშვის შემთხვევაში სახეზე ე.წ. ბრიტანული შტამი. ასევე ნახეთ კოვიდით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება საქართველოში, სადაც ვაქცინაციის პროცესი ნელა და შეფერებებით მიმდინარეობს, კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა. 6 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ შტამის 52 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ დელტა შტამით ინფიცირების რიცხვი გაცილებით მეტია და ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 15-20% სწორედ დელტა შტამზე მოდის. ამ დროისთვის საქართველოში დღიურად აცრის მაჩვენებელია 5 702, სულ აცრილია 283 631 მოქალაქე. ...
წყარო

Ani

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Salita gestumrebit

თბილისი
  • 5 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 19 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 16 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 4 დღის წინ