უნგრეთის პარლამენტის წინ აქტივისტებმა სექსუალური უმცირესობის საწინააღმდეგო კანონი გააპროტესტეს

8 ივლისს უნგრეთის პარლამენტის წინ გაიმართა ამნესტი ინტერნეიშენალის ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ LGBTQI+ თემის უფლებების შემლახავი კანონის მიღება გააპროტესტეს. გასულ თვეში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის „ჩვენებას და პროპაგანდას“ ტელეშოუებში, ფილმებსა და ბავშვთა სექსუალური აღზრდის სასკოლო პროგრამებში. „ჩვენ ვაპროტესტებთ უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ 100 000-მდე LGBTQI+ახალგაზრდას, რომლებიც ამ კანონის გამო საშინელ შედეგებს წააწყდებიან“, - ნათქვამია ამნესტი ინტერნეიშენალის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში. ეროკავშირის სამიტზე, რომელიც გასულ თვეში გაიმართა, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებმა შეუტიეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. 27 წევრიდან 17-მა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც დაგმობილია სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია და აღნიშნულია, რომ ეს ევროპული პროექტის ბირთვია. გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ პოლონეთმა და სლოვენიამ დაუჭირეს მხარი ორბანს ამ კანონის თაობაზე. ორბანი ამტკიცებს, რომ კანონი არ არის ჰომოსექსულობის წინააღმდეგ, მისი მემარჯვენე მთავრობა, რომელსაც არჩევნები მოელის გაისად, აცხადებს, რომ კანონი აუცილებელია სექსუალური აღზრდის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვები 18 წლის ასაკამდე მშობლების პრეროგატივას წარმოადგენენ. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 19 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Alina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 19 თვის წინ

ანუკი

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 15 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 16 თვის წინ

Maka88

თბილისი
  • 17 საათის წინ