5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. "ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე … მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებოდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი. ამ შევარდნის დროს ოპერატორი წიხლებით შემომახტა… თუ თვლიან ეს ხალხო, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ სასამართლო სხდომაზე. მას მარცხენა ხელი არ აქვს და როგორც თქვა სასამართლო სხდომაზე, პრობლემა აქვს ერთ ფეხზეც, რის გამოც გადაადგილება უჭირს. ასევე ნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, მივხვდი რომ ვერ ვიჭერდი „რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. ვარ ომის მონაწილე, პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, - თქვა ზაზა მჭედლიძემ, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატის გარეშე წარსდგა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე თავისუფლებას ითხოვდა მოსამართლისგან. "მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე. ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აღელვების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის" ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასამართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშაული, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობია...
წყარო

Lanuki transi

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Elena

ქუთაისი
  • 15 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 15 დღის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 15 საათის წინ

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 13 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Aliona

რუსთავი
  • 1 თვის წინ