შს მინიტრი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმას და ამბობს, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჟურანალისტების მიმართ იმგვარი აგრესია რაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" დღეს იყო არასოდეს მომხდარა და პოლიცია აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლოთ, მან "იდიოტიზმი" უწოდა ინფორმაციას თითქოს ჟურნალისტების ცემის ბრძანება მას ეკუთვნის. ასევე ნახეთ არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე? "თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. ეს ხომ იდიოტიზმია, უკაცრავად. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და სახელები და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, როგორი სუსტი თუ ძლიერი მინისტრი თუ ხელისუფლება იყოს, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაც არ მომხდარა სამწუხაროდ, რომ ასეთი აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებიკენ, იყო ცალკეული შემთხვევა, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, მაგრამ ასეთ მასიური სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ერთდროლად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა ეს არის რა თქმა უნდა მიუღებელი, საშინელებაა, ვგმობ რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეობდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ, ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ თავები აქვთ დატეხილი ოპერაციები გაიკეტეს. მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში. მისი განმარტებით შეხვდერაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითრებული მოვლენები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო განიხილეს. ასევე ნახეთ გომელაური 5 ივლისს პოლიციელთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობაზე: ფიზიკურად აღარ არის საშუალება ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. ასევე ნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, მივხვდი რომ ვერ ვიჭერდი 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის...
წყარო

Nina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Samira

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alev

ბათუმი
  • 10 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 11 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marta

თბილისი
  • 1 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

K e k e

ქუთაისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ