თანამდებობა დატოვა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა

თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად ხუზმიაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე აღარაა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თუმცა ტელევიზიაში რჩება და აგრძელებს საავტორო გადაცემაზე მუშაობას. ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნაზიბროლა ქობულაძე უხელმძღვანელებს. ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2020 წელს გახდა, ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის გზით. მანამდე კი იგი რეგიონული მაუწყებლის დირექტორის მოადგილე იყო. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წელს მისი უფროსი შორენა ღლონტი ჯერ სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაიკო მერკვილაძე კი 2020 წლის მარტში სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. მაშინ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ახალი მენეჯმენტის ეს და სხვა გადაწყვეტილება მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. აჭარის ტელევიზიიდან ორი ჟურნალისტი სამსახურიდან გაუშვეს, რამდენიმეს კი ასევე შეუცვალეს პოზიცია. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაუწყებლის ჟურნალისტების 11 სარჩელია შესული. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 16 თვის წინ
  • VIP

Tata

რუსთავი
  • 4 საათის წინ

Кира

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 8 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 16 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 4 საათის წინ

Luda

თბილისი
  • 13 საათის წინ