შსს: დავაკავეთ “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 25 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ საგამოძიებო ოპერაცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებს შორის არიან პირები, რომელთა მეტსახელებია: “ყასაბიჩი”; “ჩიჟიკა”; „წიწაკა“; „მღვდელოვიჩი“;„ბოთე“; „ხორთუმა“; „რიჟა“; „მაწაკი“; გარდა დაკავებული 25 პირისა, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო ბრალი წარედგინება საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 4 პირს. три „ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება. წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 “კანონიერ ქურდთან”, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“, – წერია შსს-ს განცხადებაში. უწყების თქმითვე, ბრალდებულების ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე, ჩხრეკისას კი ამოღებულია ისეთი ნივთები, როგორიცაა სხვადასხვა ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე – ძვირადღირებული ავტომობილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...
წყარო

Nica

თბილისი
  • 20 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 21 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Viktorya

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 57 წუთის წინ

Nita

თბილისი
  • 21 დღის წინ