9 ივლისს პარლამენტთან აქცია გაიმართება იქ განთავსებული ჯვრის აღების მოთხოვნით

9 ივლისს პარლამენტის წინ მოქალაქეები აქციის გამართვას გეგმავენ პირობითი სახელწოდებით "სახელმწიფოს პანაშვიდი", სადაც რამდენიმე დღის წინ რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რკინის ჯვრის მოხსნას მოითხოვენ და ასევე დააფიქსირებენ პოზიციას, რომლის თანახმადაც დაუშვეველია ყველანაირი საკანონდებლო ინიციატივა "რელიგიური გრძნობების" შესახებ კანონის შესახებ. "ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით ყვავილებით და დავაწყოთ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან. ამ აქტით მოვითხოვთ კონსტრუქციის აღებას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივას "რელიგიური გრძნობების" შესახებ კანონზე. არავის აქვს უფლება ასე დაუკითხავად დადგას რაიმე სახის სიმბოლიკა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ. ფაქტია, საპატრიარქო მანიპულირებს კონკორდატით. ეს ასუსტებს და აზიანებს სეკულარიზმს, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური იდეაა" - წერია ფეისბუქზე გავრცელებული აქციის ღონისძიების აღწერაში. ხვალ 18:30 საათიდან პარლამენტთან მისვლას აპირებენ სიძულვილის ჯგუფის წევრებიც - მათი მიზანი ჯვრის დაცვაა. პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვდასხვა ადგილას. პარლამენტის წინ გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშა. 7 ივლისს დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ დემონსტრაციულად ჩამოხსნა - სიმბოლიკის დაზიანების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ პირზე არ დამდგარა. რადიო თავისუფლებამ სცადა თბილისის მერიაში გაერკვია, აპირებს თუ არა ქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რელიგიური სიმბოლოკის აღება, თუმცა კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე ვერ მივიღეთ. ...
წყარო

Taso

თბილისი
  • 16 დღის წინ

ზიზი

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 12 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 22 დღის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 10 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნენე

თბილისი
  • 18 დღის წინ

Linda

თბილისი
  • 21 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 18 დღის წინ
  • NEW

Sofo

თბილისი
  • 16 საათის წინ