“ქართულ ოცნებას” ყველგან თავისი კონტროლირებადი ხალხი სჭირდება

“ქართულ ოცნებას” სჭირდება თავისი კონტროლირებადი ხალხი ყველგან,- ასე ეხმიანება “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურების წარდგენას, რომლებიც ცესკო- ს მოქმედი თანამშრომლები არიან. ხაზარაძე მიიჩნევს, ვაკანტურ პოსტზე ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლების კანდიდატურების წარდგენა მოუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს შერჩიოს ადამიანები, რომლებიც მათ მოემსახურებიან. „არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ “ქართულ ოცნებას” რაიმე ხედვა გააჩნია და სჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ამ ქვეყანაში. მათ ერთადერთი რამ სჭირდებათ, რომ ყავდეთ თავისი კონტროლირებადი ხალხი ყველგან, თვითონ ის ფაქტი, რომ ცესკო-დან 2 თანამშრომელია კონკურსში მონაწილე და სწრაფად და ფორსირებულად მიდის მათი არჩევის პროცესი, მიუთითებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება სერიოზული რეფორმა და სჭირდება ხალხი, რომელიც მათ მოსამსახურება,”- განაცხადა ხაზარაძემ. შგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე....
წყარო

Olichka

თბილისი
  • 9 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 18 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Nata

თბილისი
  • 8 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 11 დღის წინ

Vika vikush

თბილისი
  • 5 საათის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 1 საათის წინ