ნიკა მელია განმარტავს, რატომ არ იყო 6 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა 5 და 6 ივლისს, როცა მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ კარვებს არბევდნენ და მოქალაქეებზე, მედიაზე ძალადობდნენ და როცა მოქალაქეებმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების დასაგმობად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე. მელიას განმარტებით, 5 ივლისს ის თბილისში არ იმყოფებოდა და რომც ყოფილიყო, დიდს ვერაფერს გააკეთებდა, 6 ივლისს აქციაზე კი არ გავიდა იმისთვის, რომ დაძაბული ვითარება კიდევ უფრო არ დაეძაბა. ნიკა მელიას მტკიცებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის იქ ყოფნას განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვებოდა და, შეიძლება, სისხლიც კი დაღვრილიყო. მისი თქმით, თუკი ის აქციაზე გამოჩნდებოდა, პოლიცია კორდონს, რომლითაც მშვიდობიან აქციას მოძალადე ჯგუფების კონტრაქციისგან ყოფდნენ, მოშლიდა და ამის დავალებას მმართველი პარტიიდან მიიღებდნენ სამართალდამცველები. „მქონდა ინფორმაცია, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას და მეტიც, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი ისე, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი გაიხსნებოდა, როცა ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, უმრავლესობა, იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც ასევე მართულია. დილიდან იყო კამპანია დაწყებული, რომ ენმ იდგა ამ ყველაფრის უკან. აფრიალებდნენ ორ ფოტოს, სადაც მე ვიყავი ორ ახალგაზრდასთან, ვინც იყვნენ მოძალადეების მხარეს. იმასაც კი არ ერიდებოდა პროპაგანდა, ნიკა მელიას ახლობლები არიან ორივე მხარეს", - განაცხადა ნიკა მელიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა (მათ შორის 5 ივლისს, მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებაში, სადაც თქვა, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს), რომ ვითარების დაძაბვა "დესტრუქციული ძალების" ინტერესში შედიოდა და ეს იყო "მიზანმიმართული პროვოკაცია," რომელსაც "რადიკალური ოპოზიცია" აწყობდა. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 5 ივლისს მედიაზე ძალადობამ დააზიანა ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია და მთავრობა 6 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ს ლიდერები არ გამოჩენილან - ამ აქციას ესწრებოდნენ მოძრაობა "დროას", "გირჩის", ევროპული საქართველოს, ლელოს წევრები. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მარშისა და აქციების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი...
წყარო

Salome

თბილისი
  • 28 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Natali

თბილისი
  • 11 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 28 წუთის წინ

N i a

თბილისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 4 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • 100%

Ana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ