ადგილობრივ არჩევნებს შევხვდებით უფრო გამჭვირვალე გარემოთი და კომისიის ღირსეული თავმჯდომარით

როდესაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ვერ მოხერხდება ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა, შემდეგ უბრალო უმრავლესობა აირჩევს – ადგილობრივ არჩევნებს შევხვდებით უფრო ღია და გამჭვირვალე გარემოთი და ღირსეული კომისიის თავმჯდომარით,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ერთია, რასაც რადიკალური ოპოზიცა ამბობს, ხოლო მეორე არის რეალობა, რომ 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით იყო დაცული, ადგილობრივი არჩევნები კი კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება. „წარმოდგენილ კანდიდატებს პირადად მე არ ვიცნობ, როდესაც გადმოეგზავნება პარლამენტს, ჩავერთვები განხილვებში. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ერთი ინიციატივა არ დაინიცირდა პარლამენტში, რომ ოპოზიციას მოსწონებოდა, არ არის ასეთი, რადგან მათ აქვთ კომპლექსი, საშიშროება, ვაითუ ამომრჩეველმა ვერ გაუგოს, ან ჰგონიათ, რომ თუ კარგ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ამით მათ ხმები დაეკარგებათ. ეს მათი პრობლემაა, მათი არჩევანია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, პარლამენტში იქნებიან ეს კანდიდატები წარმოდგენილი, გაივლიან ყველა პროცედურას და შეირჩევა ღირსეული. რაც შეეხება 2/3-ით არჩევას, როდესაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ვერ მოხერხდება 2/3 ით არჩევა, შემდეგ ჩაირთვება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა აირჩევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ასე რომ, აქ ყველაფერი რიგზეა. ადგილობრივ არჩევნებს შევხვდებით უფრო ღია, გამჭვირვალე და ყველასთვის მისაღები საარჩევნო გარემოთი, კომისიების დაკომპლექტებით და კომისიის ღირსეული თავმჯდომარით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას, არასამთარობო ორგანიზაციებს ჰქონდათ პრეტენზია თამარ ჟვანიას მიმართ, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართალი ყოფილა, ხომ აღმოჩნდა, რომ ფორმულებში ჰქონიათ პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებს? – ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთია, რასაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს და მეორე, რაც არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით იყო დაცული და ყველას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია....
წყარო

Natka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anjela

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sophy

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Makuna❤❤

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Niako

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Masaji liza varketili

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Ekako

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 18 საათის წინ