“დელტას” შტამის სიმპტომებზე რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ასეთ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია

COVID-19-ის დაავადება აქტუალობას არ კარგავს და ყოველდღიურად ახალ თავსატეხს აჩენს. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, პანდემიის დასასრულს 2024 წელს ელოდებიან, თუმცა ამისთვის ჯერ დედამიწის მოსახლეობის მიერ, COVID-ისსაწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებაა საჭირო. “დელტა” ვარიანტი – ე.წ.ინდური შტამით სწორედ ის ახალი თავსატეხია რომელიც უკვე საქართველოშია, და აგვისტოს თვეში ეპიდემიოლოგები სწორედ ამ შტამით ინფიცირების ზრდას და დომინირებას პროგნოზირებენ. კოვიდის “დელტას” ვარიანტი, რომ საფრთხის შემცველია ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ლევან რატიანმა განმარტა, თუ რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ შტამს აქამდე გავრცელებული კორონავირუსის სხვა ვერსიებისგან და რა შემთხვევაშია საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივ. ​მედიკოსის განმარტებით, როდესაც ვირუსი პოპულაციის დაახლოებით 60-65%-ს მიაღწევს, დაავადება უკუგანვითარებას განიცდის. კოვიდპანდემიის დასასრული კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ იმუნიტეტის ჩამოყალიბება მოხდება. იმუნიტეტი ყალიბდება ორი ტიპის: ეს შეიძლება იყოს ვაქცინაციის შემდგომი და ინფექციის შემდგომი. რაც შეეხება COVID-19-ის ე.წ. ინდურ შტამს (დელტას), წინამორბედისგან განსხვავებით, ის ასაკდამოკიდებული არ არის და ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან. ე.წ. ინდურ შტამს გადამდებობაც მეტი გააჩნია. ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, “დელტა” შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც ხშირ შემთხვევაში ჰექტიური ცხელებით, 38 და მეტი ტემპერატურით გამოიხატება. ლევან რატიანი ურჩევს მოსახლეობას, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და/ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. “აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით. ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა. პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 4 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 თვის წინ