პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ 4 პირისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი. პროკურატურა აკაკი ნაკაშიძის, ილია ქებაძის, თემურ ხარაულის, თორნიკე დავრაშელიძის პატიმრობას მოითხოვს. ბრალდებული თემურ ხარაული „მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია ვინმემ შეძლოს თავდებობა, გირაოს ვერანაირი ოდენობა ვერ შეაკავებს მათ ქმედებას. მათი ქმედება გამოიხატა კომპლექსურ ძალადობაში, გვყავს არაერთი დაზარალებული. ბრალდებულის მხარეს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს უმკაცრესი ზომა - პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე მოსამართლე რომან ხორავა მსჯელობს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულების მოთხოვნა იყო ჟურნალისტებს არ გაევრცელებინათ გადაღებული მასალა. „მათ იცოდნენ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ და მაინც შეუშალეს ხელი“. ბრალდებული თორნიკე დავრაშელიძე „ეს დანაშაული ჩადენილი იქნა სიძულვილით. ტვ პირველის ოპერატორს სხეულის სხვა დაზიანებებს შორის ყველაზე მძიმე დაზიანება თვალის არეში აქვს. ის ამ დრომდე ვერ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. ოპერატორისთვის თვალის დაზიანება იგივეა, რაც პიანისტისთვის თითის მოტეხვა“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული ილია ქებაძე დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. თემურ ხარაულის ადვოკატი აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს შესარჩევ სამართალთან“: „ეს ვიღაცის საამებლად არის გაკეთებული. 20-21 ივნისის საქმეზე უამრავი ადამიანი იყო დასაკავებელი და 2-3 კაცია მიცემული პასუხისგებაში. მოძებნეს ადამიანები, რომლებსაც უნდა ხელი შეახოცონ და ასიამოვნონ ევროკავშირს, გაეროს...“ ადვოკატის თქმით, ხარაული ერთი თვეც არ არის, რაც დაქორწინდა: „აუცილებელია მისი გარეთ, მეუღლესთან ყოფნა. ვითხოვთ გირაოს გადახდას 2000 ლარს და ვადას ერ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 17 დღის წინ
  • VIP

Sofi

ქუთაისი
  • 21 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

♡ნანკა♡

თბილისი
  • 20 საათის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 40 წუთის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 14 საათის წინ