ტაჯიკეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შედეგად ყირგიზი სამხედრო დაიღუპა

ერთი ყირგიზი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთზე გაჩაღებული სროლის შედეგად, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და მომხდარის სხვადასხვაგვარ შეფასებას ავრცელებენ. ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა შეიარაღებულმა ყირგიზმა სამხედროებმა გადაკვეთეს საზღვარი დევაშტიჩის რაიონში, არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას, რის გამოც ტაჯიკმა მესაზღვრეებმა მათი მიმართულებითი პირდაპირი ცეცხლი გახსნეს. სროლას ადასტურებს ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი, რომლის ცნობით, ინციდენტი მოხდა ლილეიკის რაიონში, სადაც ყირგიზი მესაზღვრეების ცხენოსან პატრულს ტაჯიკი მესაზღვრეები დაესხნენ თავს. ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ხშირია შეტაკებები როგორც მესაზღვრეებს, ისე საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის. ამის მიზეზია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის 970 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გარშემო დღემდე არსებული უთანხმოება. ამა წლის 16 სექტემბერს ორი ქვეყნის სადავო ფერღანის ხეობაში მომხდარი სროლის შედეგად სამი ტაჯიკი და ერთი ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა. ინციდენტისას დაშავდა ათობით ადამიანი. ...
წყარო
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuki

თბილისი
  • 7 დღის წინ

Domina

თბილისი
  • 15 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 11 დღის წინ
  • 100%

Anitta

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 6 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Ekako transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 7 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 16 თვის წინ