ჰაიტის პოლიციის ცნობით, პრეზიდენტი 28 კაცისგან შემდგარმა უცხოურმა დაჯგუფებამ მოკლა

ჰაიტის პოლიციამ განაცხადა, რომ უცხოელ დაქირავებულთა ჯგუფი, რომლებმაც პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლა, სულ მცირე 28 ადამიანისგან შედგებოდა. პოლიციის უფროსის ლეონ შარლის თქმით, დაკავებულია კოლუმბიის 15 მოქალაქე და აშშ-ის 2 მოქალაქე. 3 კოლუმბიელი პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს, 8-ის ძებნა კი გრძელდება. პრესკონფერენციაზე, რომელიც ჰაიტის პოლიციის უფროსმა გამართა, დაკავებულებიც მიიყვანეს, იუწყება BBC. სააგენტოს თანახმად, ისინი ხელბორკილებით იატაკზე ისხდნენ, ზოგს კი ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ჟურნალისტებს აჩვენეს ასევე მათთვის ჩამორთმეული იარაღი, კოლუმბიური პასპორტები, რაციები, არმატურის საჭრელი ჩაქუჩები და მაკრატლები. ლეონ შარლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიცია დანაშაულის ორგანიზატორებს ეძებს. კოლუმბიის ხელისუფლებამ უკვე აღუთქვა ჰაიტის პოლიციას დახმარება პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებაში. თავის მხრივ, ვაშინგტონს ჯერ არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც იყვნენ. ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი უცნობმა პირებმა ოთხშაბათს ღამით მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტი ადგილზე გარდაიცვალა. მის სხეულში ტყვიისგან მიყენებული 12 ჭრილობა აღმოაჩინეს. დაშავდა მისი მეუღლე, მარტინ მოიზიც. მოგვიანებით იგი აშშ – ში გადაიყვანეს სამკურნალოდ. არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელები თავს წარადგენენ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებად და ყველას იატაკზე დაწოლას აიძულებენ. პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტის ხელისუფლებამ ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო აეროპორტი დახურა. ასევე ნახეთ ჰაიტის ელჩი აშშ-ში: პრეზიდენტი უცხოელმა დაქირავებულებმა მოკლეს ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. 53 წლის მოიზი ხელისუფლებაში მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომლის პირველი ტური 2015 წელს გაიმართა, მეორე - 2016-ში. 2018 წლის ოქტომბერში მოიზზე თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის სერიოზულად არ დაშავებულა. მიმდინარე წლის მარტში ჰაიტიში საპროტესტო აქციები გაიმართა პრეზიდენტ მოიზის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. ამ ზომებს შორის იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობის და პარლამენტის ზედა პალატის გაუქმება. ასევე პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული იყო ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნა. ამ საკითხებზე რეფერენდუმი 27 ივნისისთვის იყო დანიშნული, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Moni

თბილისი
  • 21 საათის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 15 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anya

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 12 საათის წინ

Masho

თბილისი
  • 3 დღის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 13 საათის წინ