"ფაიზერი" აპირებს აშშ-ის მარეგულირებლებს ვაქცინაციის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მიმართოს

კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, კოვიდ-19-ის მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზის ავტორიზაციის თხოვნით მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს."Reuters"-ის ცნობით, ამის მიზეზად კომპანია ასახელებს ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ რეინფიცირების რისკის არსებობას და ადვილად გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელებს, რომლების სრულად არიან ვაქცინირებულები, ამ დროისთვის არ სჭირდებათ ბუსტერ დოზა, თუმცა მზად არიან განიხილონ ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის საკითხი, თუ დადგება ამის მეცნიერულად დადასტურებული საჭიროება. „ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა კი თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობის შემცირების შესახებ ინფორმაცია ისრაელში დაფუძნებულია იმ ადამიანების ვაქცინაციის შესახებ ფაქტებზე, რომლებიც იანვარსა და თებერვალში აიცრნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა როგორც ინფიცირების, ისე სიმპტომური დაავადების პრევენციის მიმართულებით, ივნისში შემცირებულია 64 პროცენტამდე. ”ფაიზერის ვაქცინა ძალიან აქტიურია დელტას ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, სავარაუდოდ არსებობს რეინფექციის რისკი, ვინაიდან ანტისხეულების რაოდენობა კლებულობს", - განაცხადა დოლსტენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელსა და ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ანტისხეულების შემცირების პირობებშიც კი ვაქცინა მძიმე დაავადების განვითარების წინააღმდეგ ეფექტურია 95 %-ით. დოლსტენი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების ადრეული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 5-10-ჯერ აღემატება მეორე დოზის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების რაოდენობას. დოლსტენის თანახმად, ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის. "Reuters"-ის თანახმად, ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას "ფაიზერი" უახლოეს ხანში აპირებს. ...
წყარო

Natasha

თბილისი
  • 13 დღის წინ

Tamta

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Наташа

თბილისი
  • 13 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 13 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nia

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Sofi

ქუთაისი
  • 16 დღის წინ

Ancho

თბილისი
  • 20 საათის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 58 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 3 დღის წინ

Aleksandra

თბილისი
  • 2 დღის წინ