გაიმართა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების ცერემონია

სენაკის სამხედრო ბაზაზე დღეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების 17-წლიანი სამშვიდობო მისიის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, მათ შორის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ბატალიონის ჯარისკაცებმა. 32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. 2004 წლიდან დღემდე კი სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიმართეს. „მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა. ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ცერემონიალზე. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს, ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი და საქართველო არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. „სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის, მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება...
წყარო

Sofo varketili

თბილისი
  • 2 დღის წინ

Domina

თბილისი
  • 19 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 8 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Ana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 18 საათის წინ

Mariana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 18 საათის წინ