PHR სასამართლოში ითხოვს, სასწავლო გეგმაში შევიდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" [PHR] თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია. ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებსა და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება. ასევე ნახეთ მუშაობს თუ არა სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა რეესტრი? ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ "აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას". ამ მოცემულობის გათვალისწინებით, PHR-მა, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით, რომლითაც ითხოვს: დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2024 წლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანა და სწავლების დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ასაკს და დაფუძნებული იქნება ბავშვის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე. საქართველოში ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევების გამოვლენის სტატისტიკა მზარდია. ასევე ნახეთ სქესობრივი განათლების უფლება - რატომ მიმართავს 9 წლის მოსწავლე სასამართლოს? ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 17 წუთის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ