Oxfam-ის თანახმად, მსოფლიოში მკვეთრად იზრდება შიმშილი, ხოლო ავღანეთი ამ მხრივ „ცხელი წერტილია“   

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი აცხადებს, რომ ყოველი დღის ყოველ წუთში დედამიწაზე, საშუალოდ, 11 ადამიანი კვდება შიმშილით, რაც ბევრად უფრო აღემატება კოვიდ-19-ით დაღუპულთა რაოდენობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ავღანეთი, ომის გამო, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ამ მხრივ. 9 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 155 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სასურსათო უსაფრთხოების უქონლობის გამო კრიტიკულ პირობებში. ეს მონაცემი 20 მილიონით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით. ანგარიშის თანახმად, ამ ადამიანების მესამედი შიმშილობს, რადგან მათი ქვეყნები ან საომარ, ან კონფლიქტის ვითარებაში არიან. მათ რიცხვშია ავღანეთი, სადაც 13,2 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 42 პროცენტი, „შიმშილს განიცდის, კრიტიკულ, ან უარეს დონეზე", რის გამოც ის მესამე ქვეყანაა მსოფლიოში სასურსათო „უსაფრთხოების უქონლობის მხრივ“. პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ შიმშილით დაღუპულთა რიცხვი მეტია, ვიდრე ვირუსით. კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში ყოველ წუთში შვიდი ადამიანი იღუპება. Oxfam-ი მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, დაასრულონ კონფლიქტები, რომლებიც ხელს უწყობს „კატასტროფულ შიმშილობას“ და შექმნან პირობები, რათა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს, დახმარება გაუწიონ გასაჭირში მყოფთ. ანგარიშში ნათქვამია, რომ უფრო მდიდარმა ქვეყნებმა „დაუყოვნებლივ და სრულად“ უნდა დააფინანსონ გაეროს „შიმშილთან ბრძოლის მცდელობა“. ...
წყარო

Elene

თბილისი
  • 10 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 1 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 1 თვის წინ

Olichka

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ela

რუსთავი
  • 11 დღის წინ

Ina

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Diana

თბილისი
  • 19 დღის წინ