ბაიდენმა პუტინს განუცხადა, რომ „გამომძალველი პროგრამებით“ თავდასხმების შემდეგ აშშ ყველა საჭირო ზომას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, რომ „იმოქმედოს რუსეთში მოქმედი გამომძალველების წინააღმდეგ". ამის თაობაზე იტყობინება თეთრი სახლი. „გამომძალველი პროგრამებით“ თავდასხმებმა აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე ბოლო წელს მკვეთრად მოიმატა და მათ შორის იყო გახმაურებული იერიში, რომლის შედეგად აშშ-ის მთავარი მილსადენი იქნა გადაკეტილი. სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა უთხრა პუტინს, რომ „ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება “ამერიკელების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის“ დასაცავად, რომლებსაც ემუქრება კიბერთავდასხმა. თეთრი სახლის თანახმად, სატელეფონო ზარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, შედგა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ფლორიდაში დაფუძნებული ტექნოლოგიური ფირმის, Kaseya-ს შორიდან მართვის საპროგრამო ინსტრუმენტი „გამომძალველი პროგრამის“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რაც შეეხო აშშ-ის საელობით ფირმას და 1500-მდე ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში. ინფორმაცია შეტევის მასშტაბების შეახებ, რომელიც კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თანახმად, უდიდესი იყო გამომძალველების მიერ მოწყობილ თავდასხმებს შორის, არაა სრულყოფილი. რუსეთში დაფუძნებულმა ჰაკერების დამნაშავეობრივმა ჯგუფმა REvil-მა იკისრა პასუხიმგებლობა თავდასხმისთვის და მოითხოვა 70 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინები გამოსასყიდის სახით, რის სანაცვლოდაც მან მფლობელებს გადასცა მონაცემების წვდომისთვის საჭირო პროგრამა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ რუსეთმა მიიღოს ამ ქვეყანაში მოქმედი „გამომძალველი პროგრამების“ მოქმედების აღკვეთისთვის საჭირო ზომები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მიმართავს გაუთავებელი გამოწვევის მიმართ ყველა საჭირო ქმედებას, თავისი ხალხის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად“. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლს „არ აქვს დამატებითი ან ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმებს რუსეთის მთავრობა ხელმძღვანელობს, მაგრამ კრემლს პასუხისმგებლობა აკისრია მიმართოს ზომებს“. ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ჟენევაში მათი ერთი თვის წინანდელი შეხვედრის შემდეგ. მაშინ ბაიდენმა პირველად გამოთქვა გაფრთხილება აშშ-ის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთიდან მომავალი კიბერთავდასხმების გაგრძელების თაობაზე. ...
წყარო

angelika

თბილისი
  • 9 დღის წინ

Gvanci

თბილისი
  • 15 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 10 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 16 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 21 საათის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 8 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ