აფხაზი მოსწავლეებისთვის - აფხაზურმა სკოლებმა შესაძლოა თბილისში გამოცემული წიგნებით ისწავლონ

აფხაზურ სკოლებს წელს აქვთ შესაძლებლობა, აფხაზური ენა და ლიტერატურა ახალი სახელმძღვანელებით შეასწავლონ ბავშვებს. 1-4 კლასებისთვის ილუსტრირებული წიგნი უკვე მზად არის. ნახატებს თან ერთვის აფხაზი მწერლების და პოეტების მოთხრობები და ლექსები. აფხაზური ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოს კომპლექტი მოიცავს როგორც მოსწავლის, ისე პედაგოგის წიგნსაც და თავიდან ბოლომდე აფხაზურ ენაზეა შედგენილი. ინიციატივა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. სწორედ მათ მიერ გამოაცხადებულ გრიფირების კონკურსში მიიღო მონაწილეობა გამომცემლობა "ინტელექტმა" და ფაქტობრივად უკონკურენტოდ გაიმარჯვა. გამომცემლობის ხელმძღვანელმა, კახმეგ კუდავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სამინისტრო წლებია აფხაზური ენის და ლიტერატურის წიგნების გამოცემას ცდილობდა, თუმცა კონკურსში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. მისი თქმით, ეს რთული სამუშაო, ფინანსურად მომგებიანი გამომცემლობებისთვის ვერ იქნებოდა, რაც საბოლოო ჯამში დაინტერესებაზეც აისახა. "ამას დიდი შრომა სჭირდება. თანაც დაწყებითი კლასებია. ფერადი ილუსტრაციები იყო საჭირო. აფხაზური შრიფტი.. თან მომგებიანი საქმე არაა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს გასაკეთებელი საქმეა. ტანკებით და იარაღებით ხომ ვერ შევალთ აფხაზეთში. ჩვენ უნდა შევიდეთ განათლებით, უნდა შევიდეთ წიგნით", - ამბობს კახმეგ კუდავა. აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, დამხმარე სახელმძღვანელოები ადრეც დაბეჭდილა და რამდენიმე ეგზემპლარი უნახავს კიდეც, როგორც კერძო ინიციატივის შედეგი, თუმცა დღეს ეს წიგნი, როგორც გამომცემელი განმარტავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ნიმუშია სკოლებისთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. სახელმძღვანელო გათვლილია როგორც ენგურს გამოღმა მოქმედ აფხაზეთის 13 სკოლაზე, ისე უშუალოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე სკოლების მოსწავლეებისთვის. წიგნს საქართველოს განათლების სამინისტრომ გრიფი უკვე მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ის აღიარებულია და ნებადართულია სკოლებში შესატანად. "ურთულეს პროცედურებს გადის გრიფირებამდე - სათანადო შემოწმებას თვითონ წერის პროცესშიც. მაშინაც, როცა სრულდება მასზე მუშაობა.. სახელმძღვანელოს ახლავს ცალკე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის აფხაზურ ენაზე, თუ როგორ უნდა ასწავლონ ამ წიგნის მიხედვით", - გვითხრა კახმეგ კუდავამ. მისივე თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოები ფაქტობრივად იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" პრინციპებზე შეიმუშავეს. სამუშაო პროცესს კი თითქმის ორი წელი დასჭირდა, რასაც წინ ავტორების მოძიება და მასალების შეკრება უძღოდა. სასკოლო წიგნების შექმნაზე ავტორებმა - ირმა ოსიამ და რიტა ამიჭბა-მარღანიამ იმუშავეს. მათ მანამდე არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნეს აფხაზურ ენაზ...
წყარო

Лола

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Viktorya

თბილისი
  • 12 დღის წინ
  • VIP

Mosikvaryle

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mariam

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 17 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Niako

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 3 დღის წინ