კვირას მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მაია სანდუს პარტია ლიდერობს

11 ივლისს მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაიწყება ხმის მიცემა, რომელმაც ქვეყანაში არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკურ კრიზისს უნდა დაუსვას წერტილი, არამედ შესაძლოა მოლდოვაში მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიქმნას პოლიტიკური რეალობა, როდესაც პროდასავლელი პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას თავისივე ლიდერობით მოქმედი პროდასავლური ძალით დააკომპლექტებს. პატარა მოლდოვის 101-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 ივლისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს 20 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. მოლდოვაში არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ (PAS) მხარს უჭერს ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 33,7 %; 25,2 %-ით მეორე ადგილზეა მოლდოველი კომუნისტებისა და პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, სოციალისტური პარტიის საარჩევნო ბლოკი. სავარაუდოდ, 6-6 %-ს მიიღებენ სკანდალური მილიარდერის, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ილან შორის, ევროსკეპტიკური „შორის“ პარტია და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი პოლიტიკოსის, რენატო უსატის, ბლოკი. 11 ივლისს ხმის უფლების მქონე მოლდოვის მოქალაქეები პირველად აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მთლიანად პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული. საარჩევნო ბლოკებისათვის გამსვლელი ბარიერი 7 %-ია, ხოლო პარტიებისათვის - 5 %. ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Qeta

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Лола

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ira

თბილისი
  • 10 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Irinkaa

ბათუმი
  • 20 საათის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 9 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ