გაეროს ანგარიშით, სეპარატისტების კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში სისტემატურად ხდება პატიმრების წამება

გაეროს თანახმად, პრორუსული ჰიბრიდული ძალების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობას და წამებას თითქმის ყოველდღიურად აქვს ადგილი. გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნადა ალ-ნაშიფმა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, წამების ყველაზე გახმაურებულ ადგილად დაასახელა დონეცკში მდებარე ციხე „იზოლაცია“ და აღნიშნა, რომ იქ და სხვა ციხეებში, კონფლიქტის დაწყებიდან, სულ მცირე 4000 დაკავებული იქნა ნაწამები. ასეთივე აღმაშფოთებელი ფაქტები გამოვლინდა იმ ციხეებში, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანგარიშით მსხვერპლის რაოდენობა ათასებს აღწევს, პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის მხოლოდ 10 პირს დაეკისრა“, - განაცხადა ნაშიფმა. გაეროს ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის პირველ ეტაპზე პატიმართა წამება და დამცირება უფრო ხშირად ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიწყო კლება, განსაკუთრებით უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რაიონებში. შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იმყოფებიან. ...
წყარო

S a l i

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 3 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 16 წუთის წინ
  • VIP

Kato

თბილისი
  • 19 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 7 დღის წინ

B a b i

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 5 წუთის წინ