რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეურფარდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე, დათო ქორიძესა და თორნიკე მანდარიაზე თავდამსხმელს, გიორგი კახიანს, რომელიც სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო დღეს მსჯელობდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებული 4 პირის, რომეო კეკუტიას, გიორგი კახიანის, თედო ბურდულისა და გიორგი ნასყიდაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ დღეს დილას გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რომეო კეკუტიას ბრალად ედება ფორმულას ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე თავდასხმა, თედო ბურდულს გამოძიება ფორმულას ფოტოგრაფზე, ვახო ქარელზე თავდასხმას ედავება, გიორგი ნასყიდაშვილმა კი იმედის ოპერატორს, შოთა კერვალიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის ყველა ინცინდენტში მონაწილეობდა არაერთი პირი. მაგალითისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს თავს დაესხა ათზე მეტი პირი. რატი წვერავას შემთხვევაში თავდამსხმელების რაოდენობა გაცილებით მეტია. გამოძიება ამ ეტაპზე 5 ივლისს მომხდარი ცალკეული ძალადობის შემთხვევებს სწავლობს და არ საუბრობს ორგანიზებულ დანაშაულსა და მის ორგანიზატორებზე. три დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის აცილებას ითხოვდა რომეო კეკუტიას ადვოკატი იმ არგუმენტით, რომ ამ მოკლე პერიოდში არ შეიძლებოდა ის საქმის მასალებს გაცნობოდა. მოთხოვნას იზიარებდა თედო ბურდულის ადვოკატიც. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, პროკურორმა კი განმარტა რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის 24 საათის ვადა აქვს. ...
წყარო

Sofo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 12 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 15 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Anukela

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nea

თბილისი
  • 15 საათის წინ

Niaa

თბილისი
  • 14 დღის წინ