მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ქვეყანაში არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკურ კრიზისს უნდა დაუსვას წერტილი, არამედ შესაძლოა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიქმნას პოლიტიკური რეალობა, როდესაც პროდასავლელი პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას თავისივე ლიდერობით მოქმედი პროდასავლური ძალით დააკომპლექტებს. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც რეფორმისტთა ბლოკს ხელმძღვანელობს, ამომრჩეველს განუცხადა, რომ არჩევნები არის შანსი პოლიტიკური კლასის გასაწმენდად. „თქვენ წყვეტთ, თუ ვინ იქნება მომავალი პარლამენტის და მთავრობის ნაწილი. თქვენ წყვეტთ, თუ რამდენად სწრაფად ვიხსნით ქვეყანას კორუფციისა და სიღარიბისგან“, - განაცხადა 49 წლის მსოფლიო ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა. მოლდოვაში არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ (PAS) მხარს უჭერს ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 33,7 %; 25,2 %-ით მეორე ადგილზეა მოლდოველი კომუნისტებისა და პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, სოციალისტური პარტიის საარჩევნო ბლოკი. სავარაუდოდ, 6-6 %-ს მიიღებენ სკანდალური მილიარდერის, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ილან შორის, ევროსკეპტიკური „შორის“ პარტია და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი პოლიტიკოსის, რენატო უსატის, ბლოკი. იგორ დოდონი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი რუსეთთან ახლო კავშირებით, რომელიც შარშანდელ პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხდა, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში სანდუს პარტიის მოსვლა მოლდოვაში არასტაბილურობას გამოიწვევს. „მხოლოდ ჩვენს გუნდს შეუძლია ქვეყანაში ქაოსის დასრულება, ადამიანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ეკონომიკის აღდგენა და სახელმწიფოს განმტკიცება“, - განაცხადა დოდონმა, რომლის პარტიაც მხარს უჭერს სოციალური დანახარჯების ზრდას და, მისი თქმით, „ტრადიციულ ღირებულებებს“. პატარა მოლდოვის 101-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 ივლისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს 20 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. კვირას ხმის უფლების მქონე მოლდოვის მოქალაქეები პირველად აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მთლიანად პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული. საარჩევნო ბლოკებისათვის გამსვლელი ბარიერი 7 %-ია, ხოლო პარტიებისათვის - 5 %. ...
წყარო

Marisha

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 6 საათის წინ

Eko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Nuki

თბილისი
  • 10 საათის წინ

მაგდა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Anita

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Makuna❤

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ancho

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ani

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 10 დღის წინ