შსს: ლექსო ლაშქარავას ოჯახს შევთავაზეთ, ექსპერტიზაში ჩართონ დამოუკიდებელი ექსპერტები

"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა", - ეს არის განცხადება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაშავებული ლექსო ლაშქარავას დღეს გარდაცვალების ფაქტზე. ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. три ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ასევე ნახეთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 22 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Gvanca

თბილისი
  • საიტზეა
  • VIP

Taso

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 7 დღის წინ

likuna

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Salo

თბილისი
  • 6 საათის წინ

Виола

თბილისი
  • 55 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 20 საათის წინ