პრეზიდენტმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა: არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის

"ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. მან გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს. "საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე ნახეთ დაძაბულობაა "ქართული ოცნების" ოფისთან - ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ასევე ნახეთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Anano

ბათუმი
  • 24 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ela

თბილისი
  • 6 დღის წინ

Maka maka

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mariana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika vikush

თბილისი
  • 5 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ