ევროკავშირის ელჩი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ: ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას. „დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას. ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "წარმოუდგენელ ტრაგედიას" უწოდებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ...
წყარო

nuro masaji

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 59 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 19 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 4 დღის წინ

Maka maka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Maria

თბილისი
  • 4 საათის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

K e k e

ქუთაისი
  • 11 დღის წინ
  • VIP

Keke

ბათუმი
  • 18 წუთის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • NEW

Tata

თბილისი
  • 2 საათის წინ