ევროკავშირი ლიეტუვას ბელარუსთან საზღვრის კონტროლის გაძლიერებაში დაეხმარება

ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვის საქმეთა სააგენტო (Frontex) ლიტვას ბელარუსთან საზღვრის დაცვაში დაეხმარება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ფრონტექსის ხელმძღვანელ ფაბრის ლეგერისთან საუბრის შემდეგ განცხადა. დახმარება, კერძოდ, ლეიტუვისთვის შვეულმფრენის გადაცემას, დამატებით სასაზღვრო პატრულისა და თარჯიმნების გაგზავნას ითვალისწინებს. ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბელარუსიდან ლიეტუვაში არალეგალურად შეაღწია 1500-ზე მეტმა ადამიანმა, რაც 2020 წლის ნაჩვენებელზე 20-ჯერ მეტია. ვითარება იმდენად გართულდა, რომ 9 ივლისს ლიეტუველმა სამხედროებმა საზღვრის გასწვრივ, სადაც ხშირი ტყეა, დაიწყეს მავთულის ზღუდეების აგება, რათა მოხდეს მიგრანტების ნაკადის გაკონტროლება. ასეულობით ადამიანი შეეცადა ბოლო კვირებში ლიეტუვაში შეეღწია ბელარუსიდან. ზღუდე, რომელიც მავთულხლართებისგან შედგება, 30 კილომეტრის სიგრძეზე გაკეთდება. ლიეტუვამ ბელარუსს ბრალად დასდო, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ნება დართო მიგრანტებს, ლიეტუვაში შესულიყვნენ. სანქციები რეაქცია იყო მინსკის ქმედებაზე, ეიძულებინა Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, დამჯდარიყო მინსკში, სადაც დააპატიმრეს მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი თანმხლები მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა. ლიეტუვა ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსია. იგი მოუწოდებდა ევროკავშირს, გადამჭრელი ნაბიჯები გადაედგა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლებს სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. ...
წყარო

Ana

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 3 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 3 დღის წინ

ნენე

თბილისი
  • 18 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 10 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 20 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Salo

თბილისი
  • 7 საათის წინ

Luda

თბილისი
  • 3 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 3 დღის წინ