70-ზე მეტი მედია ერთიანდება და საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლების უმოქმედობაზე მიმართავს

70-ზე მეტი მედიასაშუალება ერთიანდება და ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სთხოვენ მყისიერ რეაგირებას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე. ერთობლივი განცხადების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიღებული ტრავმებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელი სახით: "საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. 2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. 5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზა...
წყარო

Natali

თბილისი
  • 13 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 13 საათის წინ
  • VIP

Anka

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Diana

თბილისი
  • 17 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 10 თვის წინ

Alina & alina

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 15 საათის წინ