დიანა ტრაპაიძე: წინა 9 წელს დაზარალებული დღეს ვამბობ - ეს მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ყოჩაღ

"TV პირველის" პოლიტიკური გადაცემების წამყვანი, დიანა ტრაპაიძე პარლამენტის შენობასთან მდგომ სხვა ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. მან ხელისუფლებას ტრიბუნიდან მიმართა. три "დღეს ამ ხელისუფლების მოქმედებითაც და უმოქმედობითაც მეტირება მთელი დღეა. ამ ქვეყნიდან წავიდა დღლილი, მშრომელი, ნაცემი, ნაგვემი, გულნატკენი ბიჭი. მთელი 9 წელი გვამადლიან, გვაყვედრიან და სპეკულირებას ეწევიან წინა 9 წლის თარიღებით, რომელიც მათ არ გადაუტანიათ და მე, იმ წინა 9 წელს დაზარალებული ადამიანი, დღეს ვამბობ, თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ არცერთ თარიღზე საუბრის. დაკარგეთ ყველანაირი მორალური უფლება. არც გქონდათ, სხვათა შორის. სულ სპეკულირებდით იმ თარიღებით, რომელიც ჩვენი ზურგით გადავიტანეთ და მართლა როგორ მოახერხეთ, რომ სცენაზე ვდგავარ და აი, ამ ბანერის წინ ვარ და მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ამას ვამბობ. ყოჩაღ ამისთვის", - თქვა დიანა ტრაპაიძემ. ასევე ნახეთ ვახო სანაია: ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად три აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ

Linda

თბილისი
  • 3 დღის წინ

angelika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natasa

ბათუმი
  • 2 საათის წინ
  • 100%

Anitta

თბილისი
  • 5 საათის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 7 საათის წინ