ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა ორი მიმართულებით უტარდება

"TV პირველის" დაკვეთით ჩართული დამოუკიდებელი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა ორი მიმართულებით უტარდება. ლაშქარავა ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღეს საღამოს გადაასვენეს. ექსპერტიზა დაყენებული საკითხებია: რა არის გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ გარდაცვალებას შორის; არის თუ არა მიღებული ნარკოტიკული საშუალება, საძილე საშუალება ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივითიერების ზემოქმედება ხო არ იყო. "გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ პაციენტის სამედიცინო ბარათი. მას ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში... ჩაუტარდა ოპერაცია, ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი... დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა... თავის ტვინში არანაირი სისხლჩაქცევა, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა აღმოჩენილი... არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას ჯერ ვერ ვამბობთ... აღებული იქნა ამავდროულად კანზე არსებული უბანი, რომელიც მიუთითებდა (არაკატეგორიულად შემიძლია ვთქვა) გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა ამ და სხვა მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ", - თქვა ალექსანდრე გეჯაძემ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი იყოს პოსტ ტრამვულ გართულებაზე. მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას საავადმყოფოში ყოფნის დროს ტკივილის გასაყუჩებლად მორფინს უკეთებდნენ. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მინიშნებები გააკეთა, რომ ლაშქარავა შესაძლოა ნარკომომხმარებელი ყოფილიყო და გარდაცვალების მიზეზი ეს გამხდარიყო. ასევე ნახეთ შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს ...
წყარო

Dadusha

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 13 საათის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 15 დღის წინ

Лола

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Likuska

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liziko batumi

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 11 საათის წინ