"მივმართავ ივანიშვილს, აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი" - ვატო წერეთელი

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, აი აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი, თორემ მას მოუწევს მისი თავის დაგორება აი აქ. ახალგაზრდა ბიჭზე ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე იძალადეს მკვდარზე. ადამიანი ორი დღის წინ მიყვებოდა, გადავეფარე 21 წლის გოგოს, რომ გადავეფარე ჩემ თავზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი მხოლოდ ორ რამეზე, ჩაქოლვისგან დამეცვა და ჩემ შვილს თვალდათხრილი არ ვენახეო. ეს არის ამ მთავრობის სახე" - თქვა ვატო წერეთელმა, ტვ პირველის დამფუძნებელმა თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. три აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას. ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თავდამსხმელთა რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო. ასევე ნახეთ ეკა მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ ასევე ნახეთ დიანა ტრაპაიძე: წინა 9 წელს დაზარალებული დღეს ვამბობ - ეს მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ყოჩაღ ასევე ნახეთ ვახო სანაია: ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად ...
წყარო

Oksana

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Twix

თბილისი
  • 8 დღის წინ

Teo teo

თბილისი
  • 17 საათის წინ

Sofo

თბილისი
  • 3 დღის წინ

ФИРА

თბილისი
  • 18 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 18 დღის წინ
  • VIP

Mia

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 16 საათის წინ
  • VIP

Tata

თბილისი
  • 3 საათის წინ

ФИРА

თბილისი
  • 13 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nanuka

თბილისი
  • 17 საათის წინ