“თქვენ ხართ ხალხი, რომელიც ტრაგედიით ვაჭრობთ”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე და “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. იმ დროს, როდესაც მდინარაძე მედიასთან განცხადებებს აკეთებდა, ანა ნაცვლიშვილი მასთან მივიდა და მოსთხოვა, ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე პროცესებზე რეაგირება მოეხდინა. პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. ჟურნალისტები და მედია მენეჯერები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ. ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დაცვის წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს მიმართა, რომ მას, როგორც დეპუტატს, ჰქონდა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის უფლება, თუმცა ამის მიუხედავადაც, ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. “ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და თქვენ ხართ ხალხი, ანა, რომელიც ტრაგედიით და ამ ემოციური ფონით ვაჭრობთ,” – მიმართა მდინარაძემ ანა ნაცვლიშვილს. “ხელებს ნუ მიქნევ, ახლა ხელები ჩაწიე…” – უპასუხა თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა....
წყარო
  • VIP

Knutiko

რუსთავი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 23 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ela

თბილისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Irinka

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Ina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 2 დღის წინ