თალიბანმა თურქმენეთში გამართა ოფიციალური მოლაპარაკება ავღანეთში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების ფონზე

თალიბანის დელეგაცია აშხაბადში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამის ფონზე თალიბთა ჯარი აგრძელებს ფართო შეტევას ავღანეთის ჩრდილოეთში, რაც შეშფოთებას იწვევს მოსაზღვრე თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ყატარში თალიბთა წარმომადგენელმა, მოჰამად ნაიმმა, რადიო თავისუფლებას 11 ივლისს ტელეფონით ამცნო, რომ მათი დელეგაცია სტუმრობდა თურქმენეთს ამ ქვეყნის მიწვევით. ნაიმის სიტყვებით, მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ასევე უსაფრთხოების და საზღვრების თემა“. მას დეტალებზე არ ულაპარაკია. თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ 10 ივლისს გამართულ მოლაპარაკებაზე თალიბთა დელეგაციას სათავეში ედგა ყატარში თალიბების პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, შერ მორჰამად აბას სთანიქზაი. „თურქმენულმა მხარემ, რომელმაც მიიწვია თალიბები აშხაბადში, თალიბების წარმომადგენლებს სთხოვა მოლაპარაკების საიდუმლოდ შენახვა“. თურქმენეთს არ სურდა ქაბულში ოფიციალური ხელისუფლების გაღიზიანება. მოლაპარაკებაზე, ამ წყაროს თანახმად, განიხილეს თურქმენეთის ტერიტორიაზე თავდასხმის დაუშვებლობა და ლტოლვილთა შესაძლო ნაკადის შეჩერება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა წყარომ, რომელსაც არ გააჩნია მედიასთან ურთიერთობის უფლებამოსილება. 11 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ თურქმენეთის ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკა, ავიაცია და სარეზერვო ცოცხალი ძალა გადაისროლა ავღანეთის მშფოთვარე საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მარიში, რომელიც ავღანეთის სტრატეგიული პუნქტ სერჰტებადიდან 400 კილომეტრით არის დაშორებული. მოსკოვში 8 ივლისს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა არ არის მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას. მანამდე ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთმა რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარების თხოვნით მიმართა. ...
წყარო

Likuna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 5 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Маруся

თბილისი
  • 7 დღის წინ

Marisha

თბილისი
  • 12 დღის წინ

Salome surati hemi

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Mopereba

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Teona.. batumi.

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 11 დღის წინ