"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალით დაატოვებინეს

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს ვატო წერეთელს ძალით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა. მანდატურის წარმომადგენლებმა მას საშვის წარდგენა სთხოვეს და იძულებით გაიყვანეს საკანონმდებლო ორგანოდან. три მანამდე ვატო წერეთელი სასესიო დარბაზიდან გაიყვანეს, რასაც მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. "უბრალოდ მინდოდა კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყვეს 5 ივლისის სისხლიანი ღამე. თქვენზე, ჩვენზე, ყველაზე. მივედი და კობახიძემ შემომხედა და მეგონა, რომ თვალებში მეტყოდა ან რაღაცას დავინახავდი და მითხრა, შე ნაბიჭვაროო...მე ველაპარაკებოდი მდინარაძეს, ვეუბნებოდი რატომ გაწირეს ეს ბავშვები. ეს კი მომიტრიალდა და მიწოდა.", - უთხრა საპარლამენტო ორგანოდან ძალით გამოყვანილმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს. ასევე ნახეთ დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან პარლამენტის წინ ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს. ...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Mako varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Domina

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Natasa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ela

თბილისი
  • 41 წუთის წინ

angelika

თბილისი
  • 7 დღის წინ