აშშ-ის ელჩი: "ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ"

კელი დაგნანი ბათუმში იმყოფება, სადაც დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო. იქიდან გამოსულს, ჟურნალისტებმა კითხვები "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებასა და უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს. ელჩმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს. მან კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის ძალადობა, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუშალოს ადამიანებს, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით. "რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო იმ მოქალაქეებსთვის, ვისაც სურთ, ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. ხელისუფლება ასევე პასუხისმგებელია, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიონალური საქმიანობის შესრულება უსაფრთხო გარემოში შეძლონ. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ ვიხილეთ. ახლა მე ვიმედოვნებ, რომ ამ თავისუფლებების ღირებულება და მნიშვნელობა უფრო დაფასდება, და რომ იქნება უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რათა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით უსაფრთხო გარემოში ისარგებლონ", - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 95% მარშის ჩატარების წინააღმდეგია ყველა უნდა დაემორჩილოს მისივე თქმით, საკუთარი ხელისუფლების შეფასება, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების საქმეა. "ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ. აქ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ესაა, რისი დანახვაც გვინდა, და არა ქუჩაში ძალადობის", - თქვა აშშ-ის ელჩმა. 5 ივლისის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის ელჩმა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ "ღირსების მარშის" მშვიდობიანად ჩატარება, რადგან ეს ლგბტ ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. ამისდა მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია დღემდე ურყევია. მას რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშის" ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო. ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს &qu...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 16 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Tatiana

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 6 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi vnebiania

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Ani

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 19 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 20 საათის წინ

Алина

თბილისი
  • 1 საათის წინ