დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ

ბოლო ერთი საათია, პარლამენტის შიგნით და გარეთ დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ. три მედიამენეჯერების ნაწილმა პარლამენტის შენობასა და სხდომათა დარბაზში შესვლაც შეძლო. ამის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დეპუატატებიც. ვატო წერეთელი, TV პირველის დირექტორი: არ გინდათ, რომ დაგველაპარაკოთ? პატარა ბავშვები რომ გაჟლიტეს, გარეთ მედია რომ დგას, ბავშვები და ჟლიტავენ, იცით? ანრი ოხანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: დამშვიდდი და თავი დაიმშვიდე... მიმართვა იცოდე. ვატო წერეთელი: ლექსო ლაშქარავას რომ საფლავში აწვენენ, იცი, შე უნამუსო, შენ? კითხვებზე უპასუხე ჟურნალისტებს, უთავმოყვარეო. ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. три პარლამენტში ამ დრომდე არ უშვებს პარლამენტის დაცვა რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს. მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ananoo

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 8 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tamta

თბილისი
  • 5 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 5 საათის წინ

Dominantka!

თბილისი
  • 8 საათის წინ