ნიკა გვარამია: ბინძური ტყუილია, აქციაზე არავის უთქვამს, რომ პატრიარქი პოლიციამ უნდა დააკავოს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება მოისმინა, თითქოს მედიის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციაზე პატრიარქის დაკავებასაც ითხოვდნენ: „თითქოს აქ გუშინ ვიღაცამ, რომელიღაცა მედიაწარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ. ეს არის ბინძური ტყუილი და ვემიჯნებით ყოველგვარ ესეთ განცხადებებს. ჩვენ მსგავსი რამე არ გვითქვამს და არც გვიფიქრია, მეტსაც გეტყვით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი შეფასებით, ეს წამქეზებლური, პროვოკაციული განცხადება, ამავდროულად, პატრიარქის დამამცირებელიცაა. „ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს. ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა. ასევე ნახეთ შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით დავით კუტალაძე დააკავა ...
წყარო
  • VIP+

ნინი

თბილისი
  • 1 საათის წინ

Twix

თბილისი
  • 5 საათის წინ

Elena

ბათუმი
  • 8 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Knutiko

რუსთავი
  • 9 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sally

თბილისი
  • 15 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ela

თბილისი
  • 3 დღის წინ

Keke

თბილისი
  • 4 დღის წინ